პროექტის სახელწოდება:
სიმეტრია
პროექტის
მთავარი იდეა: პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეები უფრო ღრმად შეისწავლიან სიმეტრიის სახეებს: ცენტრულ და
ღერძულ სიმეტრიებს, აგრეთვე გაეცნობიან სიმეტრიის გამოყენების ფართო სპექტრს.
პროექტის
აქტუალობა: პროექტის
აქტუალობა გამოირჩევა იმით, რომ მოსწავლე ახდენს გეომეტრიულ ფიგურათა
კლასიფიკაციას სიმეტრიის ცენტრისა და სიმეტრიის ღერძების მიხედვით,ეძებს და
იკვლევს მის მიმართ ყველაფერს რაც შესაძლებელია:
მოიძიებს
ინფორმაციას,
შეაგროვებს
ცოცხალ და არა ცოცხალ ბუნებაში სიმეტრიის მაგალითებს,
გადაიღებს
სურათებს.
პროექტის
მიზნები: გაიმეოროს
უკვე ნასწავლი, გაიღრმაოს ცოდნა სიმეტრიის
შესახებ.
შეძლოს გეომეტრიული გარდაქმნების, როგორც ფუნქციური დამოკიდებულების
გააზრება,გამოყენებითი ასპექტების ათვისება.
მონაწილეთა
ასაკი: 15
წელი
ვადების
ხანგრძლივობა: 14
დღე
მოსალოდნელი
შედეგები: მოიძიებენ სიმეტრიის ტერმინის წარმოშობის ისტორიასა
და მის მნიშვნელობაზე ინფორმაციას, ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამებს სიმეტრიის
შესახებ. დაამტკიცებენ ზოგიერთი სიმეტრიის გეომეტრიულ თვისებებს, წარმოადგენენ
სიმეტრიის მაგალითებს ხელოვნებაში, იმსჯელებენ ამ ცნების საყოფაცხოვრებო
გაგებასა და მათემატიკურ მნიშვნელობას შორის კავშირზე.
ძირითადი
რპროექტისათვის საჭირო ესურსები: გამოყენებული იქნება:მათემატიკის
სახელმძღვანელოები, ცნობარები, ენციკლოპედიები, ფოტო აპარატი, კომპიუტერი.
პროექტის
მსვლელობა:
1.დასახელებული თემებიდან შეარჩიეს
- სიმეტრია
2.კლასი გაიყოფა ოთხ ჯგუფად:
I ჯგუფი- მოიძიებს მასალებს ცენტრულ და
ღერძულ სიმეტრიებზე;
II ჯგუფი- მოიძიებს ინფორმაციას სიმეტრიის
ტერმინის ისტორიასა და მეცნიერთა გამონათქვამების შესახებ;
III ჯგუფი -შეაგროვებს მასალებს სიმეტრიის
მაგალითების (ფოთლები.პეპლები.სურათები:მოზაიკის,რემონტის
ბორდიურების. გეომეტრიული
ფიგურები).
IV ჯგუფი- გაამზადებს საპრეზენტაციო
მასალებს.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტზე მუშაობისას კავშირი
ექნებათ საგნებთან: ისტი,ბიოლოგია, ხელოვნება.
|
მათ.X12.მოსწავლეს
შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და მათი გამოყენება
გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა კვარიანთაშვილი